საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“-სა და პატრიარქის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის SKYE CLUB-ის მონაწილეები სოციალურ საწარმო „კოდალა“-ს ეწვიენ. ინფორმაციულ შეხვედრას საწარმოს დამფუძნებელი, კოტე სვანაძე უძღვებოდა. „სქაი კლუბი“-ს მონაწილეებს საწარმოს ხელმძღვანელი „კოდალას“ დაარსების, მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ინფომაციული ეტაპის შემდეგ, კლუბის მონაწილეებმა საწარმოში დასაქმებული პირები მოინახულეს და მათი შრომის პროცესსაც გაეცნენ. ბოლოს კი, „კოდალა“-ს სახელით „სქაი კლუბი“-ს თითოეულ მონაწილეს ამ საწარმოშივე დამზადებული სუვენირები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი SKYE CLUB ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული და შესაბამისად, „კოდალა“-ში სტუმრობა ყოველი მათგანისთვის გამოსადეგი და ინფორმაციულად დატვირთული იყო.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სოციალურმა საწარმო „კოდალა“-მ ფუნქციონირება 2013 წლის მაისში დაიწყო. საწარმოში ინოვაციური მეთოდებით ახალ პროფესიას შ.შ.მ პირები (ყრუ მუნჯები) და სოციალურად დაუცველი ახალგაზრები ეუფლებიან. ,,კოდალა“-ს ძირითადი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობებია. კომპანია, როგორც კორპორატიულ-ასევე ექსკლუზიურ შეკვეთებზეც აქტიურად მუშაობს.
ნინო ზარიძე