16 დეკემბერს მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებელმა დატოვა თავისი სადგური ავსტრალიაში, სამხრეთ უელსში.
მატარებელი კომპანია Byron Bay Railroad-ის შექმნილია და საცდელი მოგზაურობისას კომპანიამ სამგზავრო მატარებელში მანეკენები ჩასვა და კამერები დაამონტაჟა, რათა საზოგადოებისთვის მატარებლის უსაფრთხოებისა და კომფორტულობის შესახებ ეცნობებინა.
ბზის ბატარეები მატარებლის სახურავზეა დამონტაჟებული, მათი სიმძლავრე და ენერგია მთლიან მარშუტს ფარავს, მარშუტი 3 კილომეტრია. მატარებელს ჰქონდა ორი დიზელის ძრავი, რომლებიც გადაკეთდნენ ბატარეებად და ელექტრო ძრავად. ერთი დიზელის ძრავი შენარჩუნებულია იმისთვის,რომ გამოუვალ სიტუაციაში შეძლოს მატარებელმა მისი გამოყენება და გადაადგილება, თუმცა მატარებელი ღრუბლიან ამინდშიც კი შეძლებს გადაადგილებას დაგროვილი მზის ენერგიის წყალობით.
მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებელი 100 მგზავრზეა გათვლილი. როგორც უკვე აღინიშნა მატარებლის მარშრუტი ჯერჯერობით ხანმოკლეა და მხოლოდ სატესტო მდგომარეობაში გადის 3 კილომეტრს ყოველდღიურად. გრძელი მარშრუტი კომპანიის მთავარი გამოწვევაა. მანქანები მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას, მიხვეულ-მოხვეული გზა, ღრუბლიანი ამინდი, ჩრდილი, გაჩერება და დაძვრა დიდი ენერგიას საჭიროებს.
მატარებლები ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივად სამართავნი არიან, მათ აქვთ განსაზღვრული მარშუტი, შედარებით თანაბარი მანძილით არიან დაშორებული სადგურები სადგურებს და ჩერდებიან, დაძვრისას კი ნაკლებ ენერგია საჭიროებენ.
Byron Bay Railroad კომპანიის ეს პროექტი ნამდვილად რევოლუციაა ტრასპორტირების ისტორიაში. კომპანიაში ამბობენ,რომ მათი ეს პატარა ნაბიჯი დიდი ნახტომი იქნება მსოფლიოში ტრანსპორტის მთლიანად მზის ენერგიაზე გადასვლის პროცესში,რომელიც უკვე დაწყებულია.
ნათია კეკენაძე