ახალი წელი პატარებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო დღესასწაულია. ბევრ ტკბილეული, საყვარელი საახალწლო მუსიკები, ბედნიერი სახეები და რაც ყველაზე მთავარია საჩუქრები. საჩუქრები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ სანტა მათ სურვილებს აუცილებლად აუხდენს. მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობენ მოირგონ სანტა კლაუსის როლი, ჩაიცვან სანტას ფორმა და ისე გაახარონ ბავშვები, რომ მათ უახლოესი ადამიანის ამოცნობა ვერ შეძლონ.
ზოგ ოჯახში სანტა ზუსტად იმ დროს ტოვებს საჩუქარს, როდესაც ბავშვებს არ სცალიათ, ან უბრალოდ სძინავთ და სანტები ასე რჩებიან ახალი წლის იდუმალ პერსონაჟებად.
საახალწლოდ მშობლების ნაწილი ბავშვებისთვის სანტა კლაუსის გამოძახების სერვისს იყენებს. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა. სანტა კლაუსის გამოძახებას წელს 50-დან 200 ლარამდე ფარგლებში შეძლებთ.
გამოძახებული სანტა კლაუსის პროგრამა ძირითადად 15-20 წუთიანი შოუ-პროგრამისგან- სიმღერებისგან, ცეკვებისა და ლექსებისგან შედგება. გარდა ამისა, გამოძახებულ სანტას თან ახლავს ფიფქია, მისი დამხმარე გოგონა, რომელიც დღესასწაულს კიდევ უფრო თბილსა და სასიამოვნოს ხდის.
„სანტა კლაუსი გამოძახებით :2990606“, სანტას გამოძახების ერთ-ერთი სერვისია, რომელიც თორმეტი წელია პატარებს სასიამოვნოდ აკვირვებს და დღეს ულამაზებს.
„როდესაც ახალ წლამდე ხდება სანტას გამოძახება, სხვადასხვა ღონისძიების დროს, ფასები 50 ლარიდან იწყება. 31ში, ახალი წლის ღამეს, განსხვავებული ფასებია. 18:00 საათამდე სანტასა და ფიფქიას გამოძახება 100 ლარი ღირს. 18:00 საათიდან ფასები ნელ-ნელა იზრდება. რაც შეეხება ზუსტად ღამის 24:00 საათზე სანტას გამოძახებას, ასეთი მომსახურების ფასი 200 ლარია. ფასში შედის საჩუქრის გადაცემა და დაახლოებით 15-20 წუთიანი პროგრამა პატარებისთვის.“
„სანტა კლაუსი გამოძახებით :2990606 „ სერვისი მაქსიმალურად ცდილობს კარგად მომზადებული მსახიობები შეარჩიოს, რათა ახალი წლის ღამე ბავშვებისთვის ნამდვილი და რეალური იყოს.
„რაც შეეხება თავად მსახიობებს, ისინი გამოცდილები არიან. გვინდა, ბავშვებმა არ დაკარგონ რწმენა იმისა, რომ სანტა ნამდვილად არსებობს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად განუვითაროთ ფანტაზია.„
მარიამ ლეკიაშვილი