საქართველოში ტერორიზმის საფრთხესა და საზღვრების დაცულობის პრობლემაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„საზღვარი მარტივი საკონტროლებელი არ არის, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მდიდარი და უსაფრთხოების მხრივ ძლიერი სახელმწიფოებისთვის. ე.წ მწვანე ზოლი არსებობს მთელ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ მშვიდად ვიყოთ და არ გავაუმჯობესოთ ვითარება. მომავალ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ საზღვრის დაცვის მდგომარეობა. რაც უნდა დიდი თანხა ჩავდოთ საზღვარში, ყოველთვის იარსებებს გარკვეული ხვრელები. რა თქმა უნდა უნდა შევავიწროვოთ ეს რისკები.
ეს იყო ორგანიზებული დანაშაული და რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებლები არ იყვნენ ჩართულები. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოძიების იმ ნაწილზე ვმუშაობთ, რომელიც საქართველოს შეეხება. სხვა ქვეყნებთან კავშირებს ჩვენი პარტნიორები იძიებენ“ , – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე