თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ძვირდება. 100 კილოვატზე დაახლოებით 1,5 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. ტარიფის გაზრდის მიზეზებზე „სემეკი“-ს თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შედის და 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს. ტარიფებზე გავლენა მოახდინა საინვესტიციო გეგმებმა, ეს დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონის ინვესტიციაა და სულ 13-მა ელექტროსაწარმომ უნდა განახორციელოს. ეს არის ქსელის განვითარებისთვის დაგეგმილი ინვესტიციები. ამ რეაბილიტაციამ მეტად ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფასების ზრდისთვის იყო სწორედ საინვესტიციო ვალდებულება. ცვლილება ჩვენი მხრიდან ხდება გონივრულობის ფარგლებში.
საერთოდ არ აქვს კავშირი ლარის კურსს ტარიფებთან. მომდევნო 3 წლისთვის გავითვალისწინეთ კურსი – 2,50 თეთრი,რომელიც გაწერილია 2018 წლის ბიუჯეტით. კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ შიში,რომ ეს კურსი შეიცვლება. მომხმარებლებიც არიან დაზღვეულები,რომ 3 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვალოს. საბოლოოდ ჩვენი მიზანი არის,რომ შეფერხება არ შეიქმნას ელექტროენერგიის მიწოდებაში. არ უნდა ვთქვათ უარი ინვესტიციებზე,რომ მომხმარებელი იყოს დაცული,რომ მას 24-საათიანი რეჟიმით ჰქონდეს ელექტროენერგია, თანაც ხარისხიანი“ , – განაცხადა ირინა მილორავამ.
მანანა ღოღობერიძე