„არსებული ბიუჯეტი შეიცვალა და 2018 წელს თბილისს 60 მილიონით მეტი ექნება. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ განხორციელებულა, რაც 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი“ , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ 2017 წლის შეჯამებისას ისაუბრა.
„მიდგომა იქნება კომპლექსური, დაგეგმილია მეტროს ვაგონების და სადგურების რეაბილიტაცია. ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად უნდა ჩავანაცვლოთ 2018 წელს. გენერალური გეგმა ქალაქის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვმოქმედებთ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და ვნახოთ როგორ მოგვარდება ჩვენი შენიშვნები,რომ გენერალური გეგმა იყოს სრულყოფილი და ქალაქის ხარისხიანად განვითარება უზრუნველყოფს.
ზუსტად გამიჭირდება თარიღების თქმა, თუ როდის იქნება ეს დოკუმენტი მიღებული. გვაქვს ამბიცია,რომ ვართ ევროპული ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქიც იმსახურებს კარგ გენერალურ გეგმას“ , – განაცხადა კახა კალაძემ.
„გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, გასწორდა ბევრი შეუსაბამობა, მათ შორის ადამიანის უფლებების მხრივ. პარლამენტი ჩამოყალიბდა მკაფიოდ მაკონტროლებელ ორგანოდ. გასულ წელზე როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა ვახსენოთ არჩევნები,რომელიც იყო წარმატებული, დამაჯერებელი გამარჯვება „ქართული ოცნების“. არჩევნების სტანდარტი წლიდან წლამდე უმჯობესდება“ , – 2017 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმაც ისაუბრა.
მანანა ღოღობერიძე