მოქალაქეებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შეუძლიათ. ამისთვის ვებგვერდი www.pti.ge ამუშავდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ვებგვერდზე მძღოლს შეუძლია აირჩიოს ინსპექტირების ცენტრში ავტომობილის ინსპექტირების გასავლელად მისთვის სასურველი დრო და თარიღი. ამასთან, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში მძღოლს ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.
ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ბმულით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.
ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებით.
3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა.