მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი დიდ მასშტაბებზეა გათვლილი, რომლის დასრულების შემდგომ, სასმელი წყლით მომარგადება 17 სოფელი და ისარგებლებს 2533 აბონენტი ( სულადობა 8612).
პროექტის განხორიციელებით გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რგპფ) თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 233 322 ლარი.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილეებთან ერთად.
მერმა სოფელ იმირში არსებული სასმელი წყლის სატუმბი სადგურიც მოინახულა.