„დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო“ – ამ სიტყვებით ასათაურებს სტატიას ამერიკული ტელეკომპანია. CNN-ის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად თბილისი, აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა.
„თბილისი საქართველო, ჰოლივუდი, ცხელი წერტილი ჰიფსტერებისთვის“ – ასე იწყებს სტატიის ავტორი საქართველოს დედაქალაქის აღწერას და აღნიშნავს, რომ თბილისი, სადაც ახალ მერად ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე აირჩიეს, მოდისა და ხელოვნების ქალაქი გახდა.
ყურადღება გამახვილებულია ქალაქის ბიუჯეტზეც და აღნიშნულია, რომ 334 მილიონი ძირითადად ტრანსპორტისა და ინფრასტურქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული. CNN-ი წერს, რომ თბილსი გამოირჩევა საუკეთესო ელექტრონული მუსიკით, ღვინითა და „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულით.