„როცა საუბრბენ,რომ პანკისი არის პატრიოტული ხეობა, ბუნებრივიია ვეთანხმები და პატივს ვცემ ჩემს ქისტ და ჩეჩენ მეგობრებს. თუმცა, სწორედ ამ ხეობიდან ხდებოდა ახალგაზრდების წაყვანა „ისლამურ სახელმწიფოში“. სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით ვერ დავფარავთ, რომ ეს ადამიანები ტერორიზმში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები“ , – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვლმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საქმეა, ერთი არის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება სპეცოპერაციის შედეგად და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.მე ვერაფერს შევაფასებ სანამ გამოძიება არ დასრულდება. 3 საერთაშორისო დონის ძებნილი მწვანე ზოლით უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში. ისინი გეგმავდნენ სერიოზულ ტერაქტს, მათთან კავშირზე გავიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები,რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხბა ტექნიკის, იარაღს, საკვების მოპოვებაში. ამ თანამშრომლობის დამტკიცება ან უარყოფა გამოძიების საქმეა.
თუ რამის გამართლებას დავიწყებთ იმიტომ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასწორი იქნება. ისინი 24 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ, მათი მოძრაობა იყო მაქსიმალური თვალთვალის ქვეშ. მას შემდეგ, რაც გაჩნდა მაღალი ეჭვი, რომ მათი ქცევა იყო საგანგაშო, გადაწყდა სპეცოპერაციის ჩატარება. ნდობის ჯგუფმა ვახტანგ გომელაურისგან ამომწურავი პასუხები მიიღო, რაც ამ ეტაპზე საკმარისია. რაც შეეხება პრემიერის სამძიმარს, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა ოჯახისთვის ტრაგედიაა და ის უდანაშაულოა მანამ, სანამ გამოძიებით არ დადგინდება. არავის უნდოდა ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის ჩატაევის აყვანა უნდოდათ ცოცხლად.
მანანა ღოღობერიძე