NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.
რესპონდენტთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე იგივეა, 11 პროცენტის აზრით – შემცირდა, 13 პროცენტმა კი – არ იცის.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, გამოკითხულთა 4 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები გაიზარდა, 54 პროცენტის აზრით ამ მხრივ ვითარება იგივეა, 32 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა, 10 პროცენტმა არ იცის.
23.09.13
Discussion about this post