თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ღამის კლუბ ბასიანთან, ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებითი სააპელაციომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს აღკვეთის სახით 30 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულის მამა თამაზ ქვლივიძე მომხდარში შვილს არ ამართლებს, თუმცა დაცვის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს.