შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატერგია წარადგინა. ტრამპის ადმინისტრაციის ახალ სტრატერგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი „ჩინეთისა და რუსეთის საკითხს უკავია“, ნათქვამია „სიენენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სტრატერგიაში კვლავ ნახსენებია საქართველო, უკრაინა და ყირიმი.
„ქვეყნებს შორის შიდა-სტრატერგიული კონკურენცია, ტერორიზმის არარსებობა, ესაა ის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განხილულია ახალ სტრატერგიაში, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ გრძელვადიანი სტრატერგიული ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან, ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა იქნება ჩვენთვის პრიორიტეტული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა.
ჯეიმს მეტისის თქმით, მან აწარმოა მოლაპარაკებები პენტაგონში ქვეყნის პრეზიდენტთან. დონალდ ტრამპმა იმ აქცენტების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი,როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის მნიშვნელოვანია.
სტრატერგიაში განხილულ საკითხებს ერთად კრავს ქვეყანის ბიუჯეტის განაწილება.როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მნიშვნელოვანი ცვლილებები ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში ეხება რუსეთსა და ჩინეთთან მდგრადი ინვესტიციების გაზრდას და მეტ თანამშრომლობით პოლიტიკას.
მეტისი ასევე პასუხობს ოპონენტებს, მისი თქმით, გასულ წლებში, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ და კონგრესმა საგრძნობლად შეამცირა და შეკვეცა ბიუჯეტი. „ბიუჯეტის კონტროლის აქტმა გასულ წლებში იმაზე მეტი ზიანი მოუტანა შეერთებული შტატების სამხედრო ძალას,ვიდრე სხვა რომელიმე მტერმა“, – ამბობს მეტისი. ის ასევე ამბობს,რომ ბიუჯეტის სწორი გადანაწილება სჭირდება აშშ-ს და ამ გადანაწილების პროცესში სამხედრო ძალებს მნიშვნელოვანი „წილი“ უნდა ერგოს.
დოკუმენტში წერია,რომ უნდა მოხდეს მათთან სამხედრო ურთიერთობების მოდერნიზება. „აშშ-ს ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ჩვენ კი ვთვლით,რომ მიწაზე, ზღვაში, ჰაერში, კოსმოსსა თუ კიბერსივრცეში ჩვენი ადგილი კვლავ მნიშვნელოვანია “, – ამბობს მეტისი.
სტრატერგიაში ასევე ნათქვამია,რომ ჩინეთის სამხედრო ინტერესები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რუსეთის ქმედებები საქართველოში, ყირიმსა და უკრაინაში , აძლევს რუსეთსა და ჩინეთს იმის ფიქრისა და მოქმედების უფლებას, რომ გადადგან თავისუფალი ნაბიჯები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და ჩაერიონ სახელმწიფოების ეკონომიკურ, დიპლომატიურ ან თავდაცვით საქმიანობებსა და გადაწყვეტილებებში.
დოკუმენტი ასევე ფოკუსირდება ჩრდილოეთ კორეაზეც, ქვეყნის ბირთვული პროგრამა, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი ერთ მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს აშშ-ს ეროვნული თავდაცვისთვის.
მიუხედავად , ტრამპის კამპანიისა „ამერიკა პირველ რიგში“, მისი საგარეო პოლიტიკური რიტორიკის და ნატოს კრიტიკისა, სტრატერგიაში ხაზგასმულია,რომ ქვეყანასა და მსოფლიოს სჭირდება ძლიერი კავშირები.
თუმცა იგივე აზრი არ აქვს მოსკოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკვე გააკრიტიკა ახალი სტრატერგია გაეროში შეხვედრაზე, მისი თქმით, იმის მაგივრად რომ აშშ-მ აწარმოოს დიალოგები, ის მაინც უსვამს ხაზს მისი,როგორც ლიდერი სახელმწიფოს ადგილს მსოფლიო რუკაზე და გვთავაზობს საკმაოდ კონფრონტაციულ სტრატერგიებსა და გეგმებს.
ნათია კეკენაძე