ჩვენი აღქმები ფერებთან დაკავშირებით არ არის დამოკიდებული მხოლოდ მხედველობაზე. მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან დაამტკიცეს,რომ ჩვენს წარმოდგენებზე დიდი ზეგავლენა აქვს იმ სიტყვებს, რითიც თითოეულ ფერს მნიშვნელობას ვანიჭებთ.
გევინ ევანსი (Gavin Evans) ბირბეკის უნივერსიტეტიდან (Birkbeck university) თავის წიგნში „ფერის ისტორია“ გვესაუბრება ფერების მნიშვნელობაზე ყველა კულტურაში.
მეცნიერი „ბიზნეს ინსაიდერთან“ ინტერვიუში ფერების არა სიმბოლურ დანიშნულებაზე და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე, არამედ ფერის ანთროპოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრობს და იმ განსხვავებებს გვთავაზობს, რაც სხვადასხვა ენობრივ ჯგუფებში ფერებთან დაკავშირებით არსებობს.
მაგალითად, გევინ ევანსის თქმით, ძველ ბერძნებს, ჩინელებს, იაპონელებს არ ჰქონდათ სიტყვა „ლურჯი“ და „ლურჯი“, როგორც ცალკეული ფერი ინგლისურ ენაშიც შედარებით ახალია. მეცნიერს მოჰყავს ასევე აფრიკული ტომის ჰიმბას მაგალითიც, რომელსაც დღემდე არ აქვს საკუთარ ენაში სიტყვა „ლურჯი“, როგორც ფერის აღმნიშვნელი. საინტერესო დეტალია ისიც,რომ ძველი ბერძნები ლურჯ ფერს წერდნენ და წარმოთქვამდნენ სიტყვით „მწვანე“.
ნამიბიურ ტომში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა,რომ მათთვის ლურჯი ფერი კვლავ მწვანედ აღქმული ფერების კატეგორიაში გადის, თუმცა, აქ საინტერესო ის არის,რომ ისინი წრიულად დადებულ 9 მწვანე და 1 ლურჯი ფერის ბურთულაში მაინც გამოკვეთენ ლურჯ ფერს და ამბობენ,რომ ის „განსხვავებული“, „მუქი“ მწვანე ფერია.
საინტერესოა, ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ გამოჩნდა,რომ ცალკე ლურჯ ფერზე ცდის პირები ამბობდნენ,რომ უყურებდნენ ლურჯ ფერს (blue), თუმცა ჰიმბას ტომის მსგავსად, წრიულად მწვანე ფერებს შორის ლურჯი ფერის გამოკვეთა უჭირდათ და აღნიშნავდნენ ,რომ სულ მწვანე ფერს ხედავდნენ.
მწვანე ფერის ბურთულებში ლურჯი ფერის ბურთულა მათ არ აღძრავს სიტყვა „ლურჯის“ თქმისკენ და ამბობენ,რომ უყურებენ მწვანე ფერების გრადაციას.
დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი თავისებურება იჩენს თავს, მაგალითად, მათ „ღია წითელი“ ფერი გაჰყავთ ვარდისფერი (pink) ფერის კატეგორიაში, მუქი წითელი კი უბრალოდ წითელია(red).
საინტერესოა, საქართველოს და რუსეთის მაგალითი, სადაც სიტყვა „ლურჯი“ დიდი ხნის დამკვიდრებულია, თან „ღია“ ლურჯის აღმნიშვნელი სიტყვაც არსებობს, ისევე როგორც საქართველოში სიტყვა – „ცისფერი“.
პირველი ფერი, რომელიც უძველესი დროიდან შეიქმნა არის „ჟანგისფერი“ წითელი. ალტამირას გამოქვაბულში სწორედ ამ ფერის, ზემო პალეოლითის პერიოდის, კედლის მხატვრობაა აღმოჩენილი.
წიგნის შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი.
ნათია კეკენაძე