არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მძღოლები, რომლებიც მანქანებს ლოცვისთვის საავტომობილო მაგისტრალებზე გააჩერებენ, 272 დოლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ Gulf News– ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის უადგილოდ გაჩერება საფრთხეს უქმნის სხვა, მოძრავ ავტომობილებს, მათ შორის ავტობუსებს.
სატრანსპორტო პოლიციის წარმომადგენლები მძღოლებს მოუწოდებენ, ლოცვისთვის ისარგებლონ სპეციალური პარკინგის ადგილებით, საავადმყოფოებში სპეციალურად გამოყოფილი პატარა ოთახებით, ან ილოცონ მეჩეთში.
ცნობისთვის, ქუჩებში ლოცვის აკრძალვის ინიციატივის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა. მედიის ცნობით, მინისტრი ამდგვარად 10 ნოემბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც პარიზის გარეუბანში 100-მდე ფრანგი პოლიტიკოსი მუსლიმების საჯარო ლოცვის წინააღმდეგ გამოვიდა.