მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის –სიამაყით აცხადებს თავისი მეორე მაღაზიის გახსნას საქართველოში.
H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. ბრენდი გალერია თბილისის სივრცეში გამოჩნდა.
ინფორმაციისთვის: H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანიაა, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად ქალის-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღესდღეობით აღნიშნული ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.მაღაზიებისა თუ ონლაინ-შოპინგის საშუალებით, H&M-ი მომხმარებლებს უახლეს ტრენდებს სთავაზობს და მათ პერსონალური სტილის შექმნაში ეხმარება. მაღაზიებში არსებული ტრენდული პროდუქცია ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება.