სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წელს საქართველოდან 361 711 ცხვრის ხორცია ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.
2017 წელს კახეთის რეგიონში- სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი აშენდა და ამოქმედდა. მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ხუთი პუნქტი ფუნქციონირებს (ორი ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში). ამ პუნქტებში ცხოველები გადარეკვამდე ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ, ცხოველთა უფასო ვაქცინაციას ახორციელებს.
ნინო ზარიძე