მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც შეისწავლის ქვეყნებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დონეს, 194 ქვეყნის მონაცემებია შესული.
ანგარიში ფოკუსირებს ყოველწლიურად დაფიქსირებულ გარდაცვლილთა რაოდენობაზე, მკვლელობების რაოდენობაზე; ბუნებრივი, ადამიანის თუ ტექნოლოგიური კატასტროფების მიზეზით დაშავებულ, ან გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობაზე; ჰაერის დაბინძურების დონე; სანიტარიული უსაფრთხოების დონე; სასმელი წყლის უსაფრთხოება; ჭარბწონიან ადამიანთა რაოდენობა; თამბაქოს მოხმარების დონე; საგზაო კატასტროფებში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა; ალკოჰოლის მოხმარების დონე; თვითმკვლელობით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა.
მკვლელობათა რიცხვის კატეგორიაში, აფრიკის რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია მალავში, მოზამბიკსა და ალჟირში, ხოლო ყველაზე მაღალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლესოთოსა და ზიმბაბვეში. ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვხვდება კანადასა (1.8 რანჟირებით) და ჩილეში(4.6), აშშ-ში ეს რიცხვი 5.3-ია. ყველაზე მაღალი რაოდენობა გვხვდება ელ სალვადორში-63.2 რანჟირებით და ჰონდურასში 85,7.
ევროპაში მკვლელობათა რიცხვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვხვდება ლუქსემბურგში (0.4), სლოვენიაში, შვეიცარიაში (0.6) და გერმანიაში, ნიდერლანდების სამეფოსა და ნორვეგიაში (0.7), ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რუსეთის ფედერაციაში – 10.3 რეიტინგით, ყაზახეთსა (9) და ყირგიზეთში (7.7).
საქართველო მკვლელობათა რიცხვით ევროპის ქვეყნებს შორის მე-40 ადგილს იკავებს 4.2 რეიტინგით. და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქმენეთი, ესტონეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი.
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით, ყველაზე მეტად ეს პრობლემა მსოფლიო ქვეყნებს შორის გვხვდება ბანგლადეშში – 88,8, მავრიტანიაში – 86.2, უგანდაში – 79,6, ჩინეთში 59,5 რეიტინგით, ბოსნია ჰერცოგოვინაშ 55.1 რეიტინგით.
2017 წლის მაჩვენებლებით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ნორვეგიაში ცხოვრობენ. ნორვეგია 2016 წელს მე-4 ადგილზე იყო. ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ნორვეგიელი ხალხი ენდობა თავის ხელისუფლებას, ცხოვრობს ხანგრძლივად და კმაყოფილია არსებული პირობებით… მნიშვნელოვანია ისიც,რომ ამ ქვეყანაში 30 ათასი ადამიანია ნავთობის ინდუსტრიაში დასაქმებული. ნორვეგიაში ადამიანების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია, ერთ სულ მცხოვრებზე მშპ 62,025 აშშ დოლარია და ერთ-ერთი დაბალია პოლიტიკური კორუფციის დონით.
საინტერესოა აღინიშნოს ინდექსში ჩინეთის პოზიციებიც, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გააუმჯობესა მოსახლეობის ცხოვრების პირობები. Happiness has fallen in America – გვაუწყებს ინდექსი. ამერიკაში ბედნიერების ინდექსის შემცირებას სხვადასხვანაირად ხსნიან. მთავარ მიზეზად ქვეყანაში კორუფციის მაღალ დონეს და სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას ასახელებენ.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.
ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში შედიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბურუნდი, ტანზანია, სირია და რუანდა. ანგარიშში ხაზგასმულია იმ ქვეყნების ხელისუფლების წვლილი, სადაც 2005 წლიდან 2017 წლამდე ბედნიერების ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქვეყნებია: ნიკარაგუა, ლატვია, სიერა ლეონე, ეკვადორი, მოლდოვა, ბულგარეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ბედნიერების ინდექსის კლება გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მეტად შეინიშნება: ვენესუელაში, საბერძნეთში, უკრაინაში,იემენში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 155 ქვეყნიდან ბედნიერების ინდექსში 125-ე ადგილს იკავებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი უკეთ გამოიყურება, სომხეთი 121-ე ადგილი, თურქეთი 69-ე ადგილზე, რუსეთი 49-ე, აზერბაიჯანი 85-ე ადგილი.
ნათია კეკენაძე