საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას დღესეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისსასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და პროკოპის პავლოპულოსის პირისპირსაუბარი შედგება.
პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად – გაფართოებულიშემადგენლობით.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს,საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს კირიაკოს მიცორაკისს შეხვდება, ასევეგაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამართლის ორგანიზაციისდირექტორთან, – სპირიდონ ფლორაიტისთან.
საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრებიქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისუფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე,პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობებისსაკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთში 9 თებერვალს დასრულდება.