კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.
კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.