საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტის „ევროპისსაჯარო სამართლის ორგანიზაცია“ დირექტორს სპირიდონ ფლორაიტისს შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა სპირიდონ ფლოღაიტის ინიციატივასთბილისში, „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.
სპირიდონ ფლოღაიტისის განცხადებით, ოფისის მიზანი რეგიონში, საქართველოს გავლით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებითევროპული ფასეულობების განმტკიცება და გავრცელება იქნება.