პაკისტანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით ქალაქ პეშავერის ეკლესიაში, 22 სექტემბერს თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 78 კაცს მიაღწია, დაჭრილებისამ კი 120-ს.
ქალაქის მერიამ 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო ამის პარალელურად ტერორიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მოეწყო როგორც თვით პეშავერში, ასევე ისლამადში, კარაჩიში, ლაჰორში და სხვა ქალაქებში.
ქვეყნის პრეზიდენტმა მემნუნ ჰუსეინმა და პრემიერმა ნავაზ შერიფმა სამძიმრის მესიჯი გაავრცელეს და მასში დაგმეს ყველანაირი ტერორიზმი.
ამავე ცნობებით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე პაკისტანის ქრისტიანულ სკოლებში 3 დღით შეწყვიტეს სწავლა.
ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
24.09.13
Discussion about this post