ჩინური საინფორმაციო სააგენტო “სინხუა“-ს ცნობით 22 სექტემბერს ჩინეთის სამხრეთში მდებარე გუანდონის პროვინციას თავს დაატყდა “უსაგი“-ს სახელწოდების ტაიფუნი, რასაც უკვე 25 კაცი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ათობით კაცი დაკარგულადაა გამოცხადებული.
ამავე ცნობით რეგიონის ზოგიერთ დასახლებას შეუწყდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება. ყველაზე დიდი, დაახლოებით 900 მილიონი დოლარის ოდენობის მატერიალური ზარალი მიიღო ქალაქმა შანვეიმ, სადაც სკოლებში და ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში იძულებითი არდადაგებები გამოაცხადეს.
მართალია გუშინ გრიგალის სიძლიერემ იკლო, მაგრამ ახლა წვიმა მატულობს და მეტეოროლეგების თქმით ასეთი ამინდი რამდენიმე დღეს გასტანს, იტყობინება “სინხუა“-ს სააგენტო.
24.09.13