ქართული ელიტის პოეტები – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ 2013 წელს დაფუძნდა მსახურებისთვის და ქართული პროზა-პოეზიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.
„პროექტში ყოველთვის მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი (ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული – პატიმარი (ვკითხულობთ მის შემოქმედებას, რომელიც გამოგვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან) და ერთი სასულეირო პირი და სხვა ათამდე პოეტი. ასევე მონაწილეობენ ხატმწერები, მხატვარები და ფოტოხელოვანები.
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (შშმპ) და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-ადაპტაციას ითვალისწინებს.
პროექტის დროს შემოსული მასალები პროზა-პოეზია მუდმივად ქვეყნდება ჟურნალ „ქართულ ელიტაში“ და „განსაკუთრებულ ჟურნალში“, რაც ასევე პოპულარიზაციისთვისაა გამიზნული.
პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღადგინა ხალხოსნობა – მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სურვილი. ასევე, პროექტის ფარგლებში, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ვრგავთ ხის ნერგებს, ამ შემთხვევაში ბზებს, დღემდე 400-ზე მეტი ძირი ბზების ნერგი გვაქვს დარგული. ამ ხნის მანძილზე გავავრცელეთ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) 4000-ზე მეტი ხატი.
წლევანდელი წელიც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რომლის გამარჯვებულთა – პრემიი ლაურეატებისა და ილია მართლის ორდენოსნების დაჯილდოება მიმდინარე წლის 3 მარტს გაიმართება თბილისში, სასტუმრო „იოტაში“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის (შშმ პირთათვის).
ჟიური, როგორც ჩვენი პროექტის წესი გასაიდუმლოებულია და მათ შესახებ საზოგადოება 3 მარტს გაიგებს. აქვე დავძენ, რომ ჟიურის წევრებმა ერთმანეთსი ვინაობა და რაოდენობა არ იციან.
ჟიური ხვალ იკრიბება. განხილვა ტრადიციულად ილია საგურამოს სახლში ხდება. აღნიშნული ტრადიცია, მაქსიმალურად ობიექტურობისთვის არსებობს, რადგამ ჟიურის ვინაობა იყოს დაცული, რასაც კიდევ ერთხელ განაპირობებ ილიას სახლში შეკრება…
ვინაიდან პრემიაში დიდი ადგილი უჭირავს ილია ჭავჭავაძისეულ გაზეთ „ივერიას“, პროექტის დაჯილდოება ტრადიციულად იმართება ყოველი წლის 3 მარტს, გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემის – დაბადების დღის აღსანიშნავად“ – განაცხადა პროექტის ავტორი და დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
პ.ს. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2018 წლის 3 მარტს, 15:00 საათზე. თბილისში, სასტუმრო „იოტა“, ლერმონტოვის 10.