საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილპროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკურიგანვითარებისკენ კი საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს – აღნიშნულის შესახებისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესებაწარმოების სექტორს, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღებასაქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.