განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა სკოლებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხს და განაცხადა, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის – პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს.
“ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.





