22-23 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება „დანიის სამეზობლო პროგრამის“პრეზენტაცია. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას, რაც მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: დემოკრატიისა და ადამიანისუფლებების ხელშეწყობა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ დანიის გადაწყვეტილებით ახალ 2017-2021წლების სამეზობლო სტრატეგიაში პრიორიტეტულ ნუსხაში ადრე არსებული 7 ქვეყნიდან დარჩა მხოლოდ საქართველო და უკრაინა.
„დანიის სამეზობლო პროგრამის“ პრეზენტაციის დასრულების შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.