საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა.
დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორადავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა.
სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.