23 თებერვალს “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” პროცესი და მისი სამომავლო შედეგები განიხილეს. „ანაკლია სითიმ“ “ანაკლიის ქალაქგეგმარებითიკონცეფციის” კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა.
წამყვან ბრიტანულ კომპანია BuroHappold Engineering -თან„ანაკლია სითიმ“ ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
ღონისძიებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენენ. ის „ანაკლია სითის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.
ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლმებმა შეხვედრაზე BuroHappold Engineering-ის გამოცდილება და განხორციელებული პროექტები წარადგინეს.
„ქალაქი ანაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და ის რეგიონში მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი გახდება. აქ განვითარდება ინდუსტრიული პარკი და სხვადასხვა მიმართლება. მოხარული ვართ რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გვექნება მუშაობის საშუალება.აღნიშნული კონცეფცია 6 თვეში უნდა მომზადდეს და პერიოდულად „ანაკლია სითი“ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განაგრძობს შეხვედრებს და კონცეფციისგანხილვას“, – განაცხადა “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
“გვქონდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავით იმ მასშტაბებსა და ტემპში, რასაც ეს შესანიშნავი პროექტი მოიცავს. ვფიქრობთ ის უდიდეს წვლილს შეიტანსრეგიონის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტის ეკონომიკური ზონის კვლევაზე, ინდუსტრიული და ლოგისტიკური მიმართლებებით. ასევე ვკონცენტრირდებით ქალაქის ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაზე რომელშიც ჩართული იქნება ტურიზმი, ბიზნეს გარემოსა და სხვადამატებითი ღირებულების მომტანი ფაქტორები”, – განაცხადა რობერტ ვინტერჰეგერმა, ადგილობრივი ქალაქების პროექტების ჯგუფის დირექტორმა.
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მათ ჩაატარეს შეხვედრები სამთავრობო უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებთან.
22 თებერვალს კი კომპანიის ექსპერტები ანაკლიაში იმყოფებოდნენ. წინასწარი მოკვლევისთვის, სივრცითი დაგეგმარების სამუშაოების ფარგლებში, მოინახულეს ქალაქ ანაკლიის ტერიტორია და ანაკლიის პორტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.
23 თებერვალს გამართლ შეხვედრაზე „ანაკლია სითიმ“ კომპანიის განვლილი საქმიანობაც შეაჯამა.
კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე ინჩეონის ეკონომიკურ ზონასთან (სამხრეთ კორეა), ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან (ყაზახეთი), საერთაშორისო ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან, მათ შორის კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ და ევროპულ კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“; მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს გიგანტ ელექტრონული გაყიდვების კომპანიებთან, და განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად.