სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოსწარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდმიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.
ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურადახორციელებს.