ახალი კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა დაგორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი”, რომლისმიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერებისამაღლებაა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელითავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
მარნეულის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა და საქართველოსდამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.
გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში.
“წელს საზეიმო მიზეზი გვაქვს – 100 წელი უსრულდება პირველ რესპუბლიკას. ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რესპუბლიკა, დააფუძნესდემოკრატიული მმართველობა, მიიღეს პირველი კონსტიტუცია – მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დოკუმენტი, მიანიჭეს ქალებსარჩევნებში მონაწილეობის უფლება, საფუძველი ჩაუყარეს იმ ხედვებს, რომლითაც მომავალმა თაობებმა იხელმძღვანელეს და ამ პრინციპებზედაყრდნობით ააგეს შემდგომში ახალი კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” ერთერთი მიზანი სწორედ თავისუფლებისაკენსვლისა და სწრაფვისას, განვლილი გზის, დამოუკიდებლობის ასწლიანი პროცესის გაანალიზებაა.
“ჩვენ ჩვენი ფიქრით უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში – მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ეთნიკურიუმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთიან ნააზრევს გამოვცემთ კრებულად, რათა ჩვენი ნაფიქრალი დარჩეს მომავალ თაობებს. ჩვენი მიზანია შევაჯამოთ პირველი რესპუბლიკის ასწლეული – დავფიქრდეთ, როგორ ვაფასებთწარსულს და გამოვხატოთ ჩვენი იმედები, როგორ ვხვდებით ახალ ასწლეულს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და თავი დააღწია რუსეთისიმპერიას, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არ დათმო მთლიანად საქართველო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპანტებიგანაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ამ დღეებში მოკლულია ერთი და დატყვევებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმს ჩვენთანერთად გაიზიარებენ და შემოგვიერთდებიან ევროპული სახელმწიფოები და მათი ლიდერები, ეს თარიღი იქნება საწინდარი იმისა, რამდენადმხარდაჭერილია საქართველო და რამდენი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რა მიზნებისკენ ვმოძრაობთ.
Discussion about this post