ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები სპეციალური ფასდაკლებით კვლავ ისარგებლებენ. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შეფერხება აღმოფხვრილია და სტუდენტები სამგზავრო ბილეთებს კვლავ ნახევარ ფასად მიიღებენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სტუდენტური ფასდაკლების პროგრამა 19 თებერვალს შეწყდა და რკინიგზა შეფერხების მიზეზად პროგრამულ გაუმართაობას ასახელებდა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მათ ვინც შეფერხების განმავლობაში შეიძინეს ბილეთები შეუძლიათ განცხადებით მიმართონ და გადახდილი ფასის ნახევარი დაიბრუნონ.
შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა.