გავლენიანი ბრიტანეული გამოცემა Guardian ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტის დევიდ უილიამსი ქართული ღვინის დამზადების წესებით ინტერესდება. სტატიის ავტორის თქმით შავი ზღისპირეთის ქვეყანაში, საქართველოში ღვინოს ათასეული წლებია ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და დღეს ქართულ ღვინო მოწინავე პოზიციებს იკავებს.
“ქვევრს საქართველოში ვერსად აცდებით, ის აქ ყველგან არის. მათ შორის სუვენირების სახით თბილისის ტურისტულ მაღაზიებში. თიხისგან დამზადებული ღვინის ჭურჭლის გამოსახულებას იხილავთ მაისურებზე და სხადასხვა ნივთებზე. ქვევრის გამოსახულებას დაინახავთ გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრს კი ღვინის ტურებში იხილავთ.
ქვევრი ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყნის სიმბოლო, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ.
არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით ქვევრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება. ამერიკელი მხატვარი ჯონ ვარდემანი, რომელიც კახეთის რეგიონში მეღვინე გახდა ამბობს. პარადოქსია, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამდროვე პერიოდის სიმბოლოც არის, რომელიც ამავდროულად წარსულის ტრადიციებზეა დაფუძნებული. ”
დევიდ უილიამსის თქმით, საქართველოში ღვინის წარმოება სულ უფრო იზრდება და ეს სფერო დიდი როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. ქართულ ღვინოს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პოპულარულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში.
მარიამ ლეკიაშვილი