2018 წლის 5-6 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსმხარდაჭერით გამართავს სამუშაო შეხვედრას „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) რიგით მე-10 პროექტი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ ალიანსის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნებისსაელჩოების და წლიურ ეროვნულ პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ნატოს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით,საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას, რის შემდეგაც ქართული მხარე დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე უკვე ალიანსს წარუდგენს.საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდანწარმატებით ახორციელებს.