თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს დაგროვებული და ძალიან არასწორად იქცეოდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილებაა. მთავარია, შემდეგი მენეჯმენტიც სწორად განხორციელდეს. ამით ქალაქი და ჩვენი თანამოქალაქეები მოიგებენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.