„თბილისი თაიმსი“ კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევის შესახებ გიამბობთ. ჟურნალ Science Advances-ის თებერვლის თვეში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევას სხვადასხვა მეცნიერები გამოეხმაურნენ. კვლევა შეეხებოდა ამაზონის ტროპიკული ტყეების გაუტყიურებას (დეფორესტაციას). ილინიოისის უნივერსიტეტის პროფესორები, კვლევის ავტორებთან, ტომას ლევეხოისთან და კარლოს ნობრემთან ერთად აპირებენ ამაზონის ტროპიკული ტყის გადასარჩენი კამპანიის წამოწყებას. მეცნიერების თქმით, მთავარ პრობლემას საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა წარმოადგენს.
დრონით გადაღებული კადრები, რომელიც აფიქსირებს ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებულ სიტუაციას
ჩვენთვის კარგად ცნობილია,რომ მსოფლიოში ტყეების რაოდენობაუკვე მრავალი წელია მცირდება. მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები ტყის შემცირების პრობლემას განსხვავებულად ებრძვიან. თუმცა სხვა მრავალი პრობლემისგან განსხვავებით ამ პრობლემასთან ბრძოლა შესაძლოა რამდენიმე წელში დაგვიანებული აღმოჩნდეს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტყის აღდგენით: ხეების ხელახალი დარგვით, გაჯანსაღებით, გამხმარი ხეების მოჭრითა და ტყის გაახალგაზრდავებით ეს პრობლემა ვერ გვარდება. ამაზონის ტროპიკული ტყის შემთხვევაშიც მსგავს პრობლემასთან გვაქვს საქმე, ტყის დეფორესტაცია გარკვეულ ზღვარს აღწევს,რომლის შემდეგაც მისი აღდგენა შეუძლებელი გახდება. „ტყის 17% უკვე განადგურებულია, თუმცა თუ ეს მაჩვენებელი 20%-ს გადასცდება ამაზონი ტყეები ვეღარ აღდგება,“ – ნათქვამია კვლევაში.
ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიოს ნებისმიერი კონტინენტისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც მეცნიერები წერენ, ის წარმოადგენს პლანეტის ეკოსისტემის ციკლის მთავარ კომპონენტს.
როგორც უკვე აღინიშნა ამაზონი ყველას უნდა გვაღელვებდეს, თუმცა ამ ტყის გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ 9 ქვეყნისთვის, რომლებსაც იგი მოიცავს. მისი უდიდესი ნაწილი 60% მდებარეობს ბრაზილიაში, პერუში – 13%, კოლუმბიაში – 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.
„გარდა ტროპიკული ტყისა და მისი ველური ბუნების შესაძლო მოსპობისა, მოიშლება წყლის ციკლიც, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას,”- ნათქვამია კვლევაში.
საფრთხის ქვეშაა დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობებიც, აქ წარმოდგენილი სახეობების რიცხვი 10 მილიონია. ტყეში მეცნიერულად კლასიფიცირებულია შემდეგი სახეობები: დაახლოებით. 40 000 სახეობის მცენარე ; 2 200 სახეობის თევზი ; 1 294 სახეობის ფრინველი ; 427 სახეობის ძუძუმწოვარი; 428 სახეობის ამფიბია ;378 სახეობის ქვეწარმავალი.
ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. ამაზონის განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000 სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს.
მეცნიერების მიერ დაანონსებული ამაზონის ტყის გადასარჩენი კამპანიის შესახებ მსოფლიო მედია უახლოესი თვეების განმავლობაში შეიტყობს.
წყარო : www.theguardian.com; www.futurism.com
ნათია კეკენაძე