18 მარტს, 16:00 საათზე გალერია თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრი რია-რია გაიხსნება. გახსნის ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება. მხოლოდ ამ დღეს, მოსული სტუმრები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ყველა ატრაქციონსა და აპარატზე. ღონისძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობით.
რია-რია ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრია, რომელიც ჯუნგლების და კოსმოსის კონცეფციას აერთიანებს. ცენტრი გალერია თბილისის მე-3 და მე-4 სართულზე მდებარეობს. მე-3 სართული გათვლილია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და აღჭურვილია შესაბამისი გასართობი ზონით – ბატუტი, საცოცი კედელი, ბურთების აუზი და სხვა. მე-4 სართული კი შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის განკუთნილი სათამაშო აპარატებითაა მოწყობილი – ვირტუალური რეალობა, არკადის ტიპის თამაშები, ავტოდრომი, ე.წ სქილ თამაშები და სხვა.