„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინფორმაციას წმინდა ზიარებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
წმინდა ზიარება ადამიანს განწმენდს და განასპეტაკებს, რომელიც გზაა, მარადიულ ნათელში მიმყვანებელი. ეს არის უდიდესი მადლი, სასწაული და წყალობა. ეს არის საღვთო, ზეციური მსახურება მიწაზე. მორწმუნე გაცნობიერებული უნდა იყოს რას ესწრება, სად დგას. ეკლესია ეს ღვთის სახლია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ღიაა.
წმიდა მამათა განმარტებებით, ნოეს კიდობანი პირველსახეა ეკლესიისა. მართალია, იქ არ აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, მაგრამ მაშინაც მხოლოდ ის ადამიანები გადარჩნენ, ვინც იმ სავანეში იმყოფებოდა და დღესაც ასე იქნება.
წირვაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე ნაწილი-მართალთა ლიტურგია. იოანე კრონშტადტელი ამბობს: “ლიტურგიის აღსრულებასა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმინდა საიდუმლოსთან ზიარებაზე უმაღლესი საქმე ამქვეყნად არ არსებობს“.
რას ნიშნავს ევქარისტია? ეს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მადლის მიღებას, ჯილდოს, სამადლობელს საჩუქრისათვის.
აქ მადლობა ითქმის არა დამსახურებისამებრ, არამედ წყალობისათვის. იმიტომაა, რომ ეზიარებიან ყვალანი: ნათელღებულნი და ისინი, ვინც ეკლესიისაგან განყენებულნი არ არიან.
ახალ აღთქმაში ზიარების საიდუმლო სხვადასხვაგვარად იწოდება: “სერობა“, „უფლის ტრაპეზი“, “პურის განტეხვა“, „ევქარისტია“, „ქრისტეს სისხლთან და ხორთან ზიარება“.
პირველად, უფალმა თავის მოწაფეებს თვითონ დაბანა ფეხი, რითაც ურთიერთმსახურებისა და თავმდაბლობის მაგალითი უჩვენა.
ქრისტემ აიღო პური, აკურთხა, აქცია თავის ხორცად და საკუთარი ხელით შეაჭამა მოწაფეებს შემდეგი სიტყვებით: “მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. შემდეგ აიღო წითელი ღვინო, აკურთხა, აქცია თავის სისხლად და უთხრა: “ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“. და ამას იქმოდეთ ჩემს მეორედ მოსვლამდეო.
საიდუმლო სერობა ადამიანთა მოდგმისადმი ღვთის უზომო სიყვარულის დამადასტურებელი ტრაპეზია. მან ადამიანებამდე პირვანდელი სახით მოაღწია. ისე მოვიდა,როგორც თვით უფალმა, როგორც წმინდა მოციქულებმა იაკობმა და პავლემ შეადგინეს. მათ მასში შეიტანეს ანგელოზებისგან მოსმენილი გალობა. წმინდა ზიარების ეს ნაწილი, ღვთაებრივი ევქარისტია-საიდულოთა საიდუმლო, ქრისტიანული, რელიგიური ცხოვრების უმთავრესი ღერძი -წეს-განგების მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით არის შემუშავებული. ის მთელი ღვთისმსახურების დასრულებული სახეა. სადიდებელია ქრისტეს მსხვერპლისა და გადმოსცემს განკაცებული ღმერთის ამქვეყნიურ ტანჯვა-წამებას, სიკვდილს, დაფლვას, აღდგომას, ცად ამაღლებას,მამაღმერთის მარჯვენით ადგილის დამკვიდრებას და მეორედ მოსვლას. ევქარისტიაში ქრისტიანი უმთავრესად უნდა მადლობდეს და ადიდებდეს უფალს და არა, სთხოვდეს და ევედრებოდეს. ეს ქმედება ადამის მოდგმისათვის ღვთის უზომო სიყვარულის დამადასტურებელია.
„მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან“ – ბრძანებს მაცხოვარი. ეს სიყვარულის კანონია. ევქარისტია სულის ქორწილია უფალთან.
ზიარებაზე უდიდესი ჯილდო ამ ცისქვშეთში არ არსებობს
ზიარებას ღმერთთან მყოფობა ჰქვია. უფალმა, თავისი ნებით, გოლგოთაზე აღმართულ ჯვარს მიამსჭვალა კაცობრიობის ცოდვები.თვითონ იტვირთა თითოეული ადამიანის აურაცხელი ცოდვა და სინანული დააწესა გამოსასყიდის აუცილებელ პირობად,რომელიც ზიარებით უნდა დაგვირგვინდეს. შვიდ საიდუმლოებათაგან, აღსარება და სერობა თავის მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია. ადამიანები უნდა ეცადონ, შეინარჩუნონ ზიარების მადლი და ეკლესიიდან გასვლისთანავე არ განაბნიონ „ღვთაებრივი მარგალიტები“.
რა არის ღვთაებრივი მარგალიტები? ეს არის კეთილი საქმით, ლოცვითა და ზიარებით მოპოვებული. ადამინის უმთავრესი მიზანი მადლის მოპოვებაა. მის გარეშე ადამიანის ცხოვრებას აზრი არა აქვს, უმადლო ადამიანი დაიღუპება, მადლიანი კი გარდაიცვლება წარმავალი ცხოვრებიდან წარუვალი, მარადიული ნეტარებისთვის. ამის შეგნებასა და გააზრებას ზოგჯერ ადმაინი მთელ ცხოვრებას ანდომებს.
სასწაული, რომელიც მე-8 საუკუნეში მოხდა
ერთ მოძღვარს, რომელიც ლიტურგიას აღასრულებდა, ეჭვი შეეპერა, რომ კვეთისას,სეფისკვერი და ღვინო, ისევე გარდაიქმნებოდა,როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობაზე, ამის გაფიქრებაზე მან ჩაიხედა ბარძიმში, სადაც ნამდვილად იხილია პური ხორცად გადაქცეულიყო, ღვინო კი სისხლად. შეშინებული გამოვარდნილა საკურთხევლიდან და უფლისათვის შენდობა უთხოვია. აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მთავარი მსახურებაში მონაწილეობის მიღება კი არა,რწმენაა. ღმერთი განკაცდა და თავისი ხორცი დატოვა საზრდოდ,რათა განიწმინდოს ადამიანთა გულები. ქრისტესთან ზიარებით განიღმრთობა ადამიანი-ანუ, მესიას მიემსგავსება.
მანამდე კი, სანამ ადმაიანი უდიდეს საიდმულოებაში მიიღებს მონაწილეობას, უნდა მოემზადო მასპინძლობისათვის-სული აღსარებით უნდა განწმინდოს, ხორცი-მარხვით
კიდევ ერთი მაგალითი ეკლესიის ისტორიიდან
პელაგია რიაზანელი უსინათლო იყო, მაგრამ ხორციელი თვალსაზრისით მიუწვდომელ სიღრმეებს სწვდებოდა მისი მზერა. ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, როცა მღვდელმა 2500-ზე მეტი ადამიანი აზიარა, მან თქვა, ოცდათვრამეტი გახდა ღირსი ნამდვილი ზიარებისაო. ადამიანებს დიდი კრძალულება მართებთ, რომ ამ სასწაულის მიღების დროს, ქრისტე მობრძანდეს და დაივანოს მათ გულში.
ერთდაერთი მომენტი, როცა სატანას არ ესმის ადამიანის ფიქრები და საერთოდ ვერც კი მიუახლოვდება, ესაა ზიარება.
ამ დროს უშუალოდ ესაუბრება ადამიანი უფალს. ეს იმხელა სასწაულია,რომ ამის აღქმა შეუძლებელია. მამა გაბრიელი ამბობდა,რომ იცოდეთ, რამხელა მადლი ტრიალებს ეკლესიაში წირვის დროს, მტვერს მოხვეტდით და სახეზე მოისვმადითო. ამ მსახურებაში ცეზიური ანგელოზები მონაწილეობენ
ყველა ტაძარში, სადაც წირვა აღევლინება,უფალიც იქაა.თვითონ იბარებს ყველას აღსარებას, აძლევს ზიარების კურთხევასა და თვითონვე აზიარებს.
არავინ იცის, რომელი ზიარება იქნება ადმაინისთვის ბოლო. ამიტომ, ყველა უნდა ეცადოს, სასუფევლის გასაღებად შეინახოს წმინდა ზიარება, რათა შემთხვევით კარი არ ჩაიკეტოს.
მაკა გოგებაშვილი