სასამართლო დავების დასრულებამდე, სითი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას დღეს დილით მიმართა.
როგორც სითი პარკის ადვოკატი ნათია წკეპლაძე ამბობს, კანონის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაიწყოს.
“ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება თითქოსდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მსჯელობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე” – თქვა ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.