რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა.
2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსში“, რომელსაც დაემატა ახალი 771 და 772 მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა.
მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2017 1 სექტემბრიდან კოდექსითგან საზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ესპასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დანგადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე გაიზრდას მხარი დაუჭირა.