ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ამ წუთებში დახვედრის ცერემონიისათვის მზადება მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, რის შემდეგაც პრეზიდენტებიპირისპირ შეხვედრას გამართავენ.
ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორისპოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს,მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველო – ბელარუსისურთიერთობების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია – გაიხსნა საელჩო, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები.
“ამ ვიზიტზეც იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას,სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო გადაზიდვების უფრო მეტ ინტენსივობას. ასე რომ, ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. ორი პრეზიდენტის მიერ სამიწლის წინ მიღწეული ყველა შეთანხმება სრულდება და ეს ყველაფერი განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ტემპით, რაც ნამდვილად სასიკეთოაჩვენი ქვეყნისათვის”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში,თბილისში მინსკის დღეები და საქართველო – ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.