2018 წლის1 მაისიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევა აიკრძალება.სიგარეტის მოწევა დაუშვებელი იქნება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.
კანონის თანახმად, სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევსმძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.
რაც შეეხება რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობას, ჯარიმა 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით განისაზღვრება. ფიზიკური პირი საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევისას პირველ ჯერზე 50 ლარით, განმეორებისას კი 100 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილება შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის რუსთავში არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებს, შიდასაქალაქო კერძო მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებს.