მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და „გაერთიანებული სამეფოს კარგი (?) მმართველობის ფონდმა“ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლეს.
პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველიბის სამსახურმა უნდა დაადგინოს.
ამ სტანდარტის დანერგვის მთავარი სარგებელი იქნება: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; ბიზნესის შემდგომი განვითარება; ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდა; კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.