საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ასევესაქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წამყვან ექსპერტებთან.კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს და აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის დასამრეწველო საკითხებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს ჯეფრი გერიშს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონგრესის წარმომადგენლებს დაევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წევრებს.