პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციები მიმოიხილა. კვირიკაშვილის თქმით, ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28%-ს მიაღწია. მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
“2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი საქართველოს 1,5 მლნ მოგზაური ეწვია. მხოლოდ 2018 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით აღსანიშნვია, რომ მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების მაჩვენებელი. კერძოდ, ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან – 47%, ლატვიიდან – 45%, ლიტვიდან – 35%, საფრანგეთიდან – 25%.
მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები, მიხარია რომ გაზრდილია პირადაპირი ავიარეისები.
ტურიზმიდან ქვეყანამ 2016 წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წელს კი 2 მლრდ 750 მლნ დოლარი”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.