ქართული ელიტის პოეტები – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია) „ივერია“ 2013 წელს დაფუძნდა, ქართული პროზა-პოეზიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.
ამ საინტერესო და ხმაურიანი პრემია-პროექტის შესახებ დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომლის დამაარსებელია – პერიოდული გამოცემების დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, – „ქართული ელიტის“, „ნათლიას“, „განსაკუთრებული ჟურნალის“, ილიასეული გაზეთების – „ივერიის“ და გიორგი წერეთლის „დროების” ხელმეორედ, განმეორებითი (დედნის ანალოგიის) გამომცემელი-რედაქტორია, ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი.
შინაარსი
ჩვენი პრემია-პროექტის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, რომ მასში ყოველთვის მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი (ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული – პატიმარი (იკითხება მათი შემოქმედება) და ერთი სასულეირო პირი და სხვა ათამდე, შესაძლოა მეტი პოეტი. ასევე მონაწილეობენ ხატმწერები, მხატვარები და ფოტოხელოვანები. ასე რომ, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (შშმპ) და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-ადაპტაციას ითვალისწინებს.
პროექტის დროს შემოსული მასალები პროზა-პოეზია მუდმივად ქვეყნდება ჟურნალ „ქართულ ელიტასა“ და „განსაკუთრებულ ჟურნალში“, ასევე უდიდესი ქართველი სახალხო პოეტის _ პოეზიის მეფის, ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთ „ქართულ სიტყვაში“, რაც ასევე შემოქმედების პოპულარიზაციის ნაწილია.
პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღადგინა ხალხოსნობა _ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სურვილი. ასევე, პროექტის ფარგლებში, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ირგვება ხის ნერგები, ამ შემთხვევაში ბზები, დღემდე 400-ზე მეტი ძირი ბზის ნერგია დარგული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამ ხნის მანძილზე გავრცელდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) 4000-ზე მეტი ხატი.
წელიწადი მეოთე
წლევანდელი ანუ მეოთხე წელიც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რომლის გამარჯვებულთა – პრემიის ლაურეატებისა და ილია მართლის ორდენოსნების დაჯილდოება მიმდინარე წლის 3 მარტს გაიმართა თბილისში. კმაყოფილი ვარ წლევანდელი წლით, შემოქმედთა აქტიურობითა და პრემიისადმი დამოკიდებულებით. პროექტისადმი მოთხოვნა არის და ეს გვახარებს. ასევე სიახლეებისადმია მოთხოვნა, მეტის შესაძლებლობა მივცეთ დღევანდელ თანამედროვე, დამწყებ და მათ შორის ძველი თაობის ავტორებს და ჩვენც ამ მოთხოვნებს მივდევთ, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მუდმივად ორიენტირებულლი ვართ ე.წ. შშმ პირებზე ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და მათთვის, სპეციალურად, სასტუმრო „იოტაში“ გავმართეთ წლევანდელი გალა დაჯილდოება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოდაა ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის (შშმ პირთათვის).
ჟიურის შერჩევის პრინციპი
ჟიური, როგორც ამ პროექტის წესია, გასაიდუმლოებულია მანამდე, ვიდრე დაჯილდოების დღე არ დადგება. ამავე დროს, ჟიურიმ არ იცის თავისი გუნდის სხვა წევრების ვინაობა და არც რაოდენობა. ისინი სრულად იზოლირებულნი არიან ერტმანეთისგან. ასევე, ღრმადპატივცემულმა ჟიურიმ არ იცის ავტორთა ვინაობა _ შემოქმედება მიიღეს მათ (წინა წლების მსგავსად) დანომრილი ვორდის ფაილები და არც შიდა ტექსტში აღინიშნებოდა ავტორის ვინაობა. ყოველ წელს ხდება წინა წლის ჟიურიდან ერთის როტაცია ანუ გასული წლებიდან ერთ-ერთის დაბრუნება თვალსაჩინოებისა და მეტი ინფორმაციისთვის, მეტი სანდოობისთვის ახალი ჟიურისთვის და ა.შ.. და, რა თქმა უნდა, მათ შესახებ საზოგადოება პირველად 3 მარტს იგებს…
საიდუმლო აღარაა წლევანდელი ჟიური
წლევანდელი ჟიური, ისევე როგორც გასული წლების, ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალები, კარგი ლიტერატორები, მკვლევარები და კრიტიკოსები, ფილოსოფოსები იყვნენ: ქალბატონი ლელა კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლმუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას მკვლევარი, ღვაწლმოსილი და ამავდროულად პოეტის შვილი. ქალბატონი გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოს მეხუთე მოწვევის წევრი, ფილოლოგი და საკმაოდ კარგი ლიტერატორი, ადამიანის უფლებადამცველი, ფილოლოგი, ფაზისის აკადემიის წევრი და დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი. გენერალი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე – ფილოსოფოსი და ღრმად განსწავლული ლიტერატორი. ლევან ბებურიშვილი, თსუ-ს დოქტორი, ფილოლოგი, კრიტიკოსი. ქეთი კვირკელია, ფსიქოლოგი – მაგისტრი, თსუ-ს ლექტორი და „თსუ გორდელას“ მომღერალი. და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა – ბატონი გიორგი ქობელაშვილი, პროფესიონალი მხატვარი – უსინათლო კაცი, რომლის ნამუშევრებსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ყველა. ბატონი გიორგი შესაშური ლიტერატორია და ძლიან სიღრმისეულად ესმის შემოქმედება სხვადასხვა რაკურსით. მისი
ჟიურიში ყოფნა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ პრემია „ივერია“ ხომ ინტეგრაციის ფორმებს და საშუალებებს ეძებს და ამ დღესაც კიდევ ერთხელ დადასტურდა წლების წინ ნუგზარ ჭიაბერაშვილის სიტყვები, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, – არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა ჟიური.
რატომ 3 მარტი?!
პრემია ილია ჭავჭავაძის და გაზეთ „ივერიას“ ატარებს. პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოება, სწორედ ამიტომაც ტრადიციულად ყოველი წლის 3 მარტს იმართება, რადგან ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ პირველი ნომერი გამოსცა 1877 წლის 3 მარტს. ეს კიდევ მეტ ადამიანს დააახლოებს ილიასთან, მის ძალიან მნიშვნელოვან, მაშინდელი საქართველოს განმანათლებელ და პოლიტიკურ ასპარეზზე გამომყვან გაზეთ `ივერიასთან~ და ამავე დროს ამ უნიკალურ გამოცემის შესახებ ბევრ საინტერესოს გაიგებენ, თუნდაც იმას, რომ `ივერია~ პირველად როდის გამოიცა.
გასული წლები სკანდალურად…
სასიხარულოა, რომ პრემია `ივერიის~ მიმართ დიდი დაინტერესება არის და ეს დღითი დღე იზრდება, მეტად იხვეწება პროექტი და მისი შემადგენელი ყოველი დეტალი. კრიტიკის საშიში არ არის, რადგან საქმე კეთდება ისე, როგორც საჭიროა – პატიოსნად. კიტიკა – ჯანსაღი პროცესია და განვითარების ეტაპებია ისევე, როგორც თავად ლიტერატურა. თუმცა წელს უფრო მეტ გამოხმაურებას ელიან პროექტის ხელმძღვანელები, რადგან მეტი ადამიანი იცნობს მას, მეტი დაინტერესდა და მეტმა ავტორმა მიიღო მონაწილეობა საერთო ჯამში – ოთხი წლის მანძილზე, რაც, თავისთავად, დაინტერესებას და კრიტიკას, გნებავთ დადებითს, თავისთავად, – ზრდის.
უფლება რჩეულის ასარჩევად…
საკუთარი რჩეული შეუძლია ჰყავდეს პროექტის დამფუძნებელს, რადგან მან მეტი იცის მთელი წლის მანძილზე ვინ რას ქმნიდა ან და სხვა მიზეზები… წელსაც მოხდა ისე, რომ არ შეიძლებოდა არ გამოყოფილიყო ქეთევან ყურაშვილი, ამჯერად როგორც ხატმწერი, რომელმაც პრემიისთვის სპეციალურად დაწერა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი და მას ამის გამო გადავეცით პრემია და ორდენი. ასევე ძალიან საინტერესო ავტორის მიმდინარეობა გაითვალისწინა პროექტმა – ფეისბუქ-პოსტებით ჩანახატებისა და ნოველა-მოთხრობების სტილში გაკეთებული ძალიან საინტერესო ახალი მიმდინარეობა – თამთა მამულაიძისა და მას მიენიჭა ნომინაცია „ქართული ელიტის წლის მწერალი“. ასევე ქალბატონი ცირა ბულაშვილის საინტერესო შემოქმედება გამოიყო და „ქართული ელიტის წლის პოეტად“ დასახელდა. ძალიან საინტერესო ავტორი აღმოაჩინა პრემია „ივერიამ“ წელს, რომელიც დროებში მოგზაურობს და საოცრად ლამაზად, ორიგინალურად აღწერს თვეებს, სეზონებს, რომელთაც სხვადასხვა რელიგიების – (ქრისტედ, ბუდად, მუჰამედად…) ღმერთებს აქვს შედარებული და ასევე ზღაპრული გმირების სახეებს აძლევს ავტორი და მკითხველთან საინტერესო ურთიერთობებში მოდიან, რაც მეტად მეტყველს ხდის თინათინ ჭედიას პროზაულ შემოქმედებას. მათი სამყაროში ცხოვრება და მოგზაურობა ძალიან საინტერესოდ აქვს მოცემული, რომელსაც ბავშვებიც და უფროსი ასაკის ადამიანებიც ერთნაირი ინტერესით კითხულობენ. სწორედ ამ საინტერესო შემოქმედების ავტორს მიენიჭა პრემია „ქართული ელიტის მწერალი“ – ნომინაციით „თორმეტი“.
ტარიელ ხარხელაურ
ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება უდაოდ იმსახურებს ნომინაციას, პრემია „ივერიას“ და დაფასებას. ბატონი ტარიელი იშვიათად ჩამოდის უკვე თბილისში, თავის ლამაზ სოფელში ატარებს მეტ დროს და იქ მუშაობს, დედისეულ ტახტზე და მაგიდასთან, რომელიც მიდგმულია ფანჯარასთან და… ამიტომ მისი ჩართულობა დიდად საჭირო აღარ იყო და ეს საკითხი, ილიას საგურამოს სახლის ჭერქვეშ, თავად პრემიის დამფუძნებელმა დააყენა – შეიძლებოდა თუ არა მისთვის კონკურს გარეშე პრემიის მინიჭება, რაზეც პატივცემულმა ჟიურიმ ერთხმად განმიცხადა თანხმობა. ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას ყველა კარგად იცნობს და ყოველგვარი შეფასებისა და კონკურსის გარეშე, ამ პროექტში უპრეცენდენტოდ, მიენიჭა წლის პოეტის წოდება-ნომინაცია. ბატონი ტარიელი ნამდვილად დიდი პოეტია და იმსახურებს სათანადო დაფასებას, მეტ ყურადღებას. ამ ეტაპზე, რაც პრემია„„ივერიას“ შეეძლო, ის გაკეთდა. უახლოეს მომავალში კიდევ შეეცდება პრემია-პროექტი, რომ ტარიელ ხარხელაურს მნიშვნელოვანი რამ შეუქმნას მომავალი წარმატებისთვის…
პრემიის სიგელს ხელს აწერენ…
უძვირფასესია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ფაქსიმილე. ძალიან ძვირფასია სახალხო პოეტის – პოეზიის მეფის, ჯანსუღ ჩარკვიანის ფაქსიმილე, რომელიც მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაუტოვა პროექტის დამფუძნებელს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს, პატარა ქაღალდზე იმისთვის, რომ მომდევნო წლებში გაჩენილიყო პრემია „ივერიის“ სიგელებზე… უმნიშვნელოვანესია ქალბატონი მაყვალა გონაშვილის ხელმოწერა, პოეზიის დედოფლის, თინათინ მღვდლიაშვილისა და საოცრად დიდი ადამიანის, საზოგადო მოღვაწის, ექიმის, პოეტის, ბატონი ლადო კახაძის ხელმოწერა. მსგავსი ხელმოწერა-აღიარება ყოველი გამარჯვებულისთვის ბევრს ნიშნავს.
საქართველოს ეროვნული უმცირესობები
ძალიან საინტერესო პრეცენდენტი გაჩნდა პრემიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეროვნული უმცირესობები ჩაერთვნენ და საკმაოდ კარგად, ძალიან კარგი შემოქმედებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ნამდვილი ტოლერანტი ერი. ძალიან დიდი ინტერესი და აღმაფრენა გამოიწვია ეროვნულ უმცირესობათა შორის, რადგან მათთვის მსგავს პროექტებში მონაწილეობა არც თუ ხშირია. საქართველოს ლიტერატურული განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას, წარმატებას და სხვა აქტივობებს.
რატომ იკრიბება ჟიური ილიას სახლში?
ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს!
იმიტომ, რომ იქ, ილიას სახლის ჭერქვეშ, ძნელია, წარმოუდგენელია ვინმემ ზერელედ შეაფასოს და დასკვნა ისე გააკეთოს, რომ არ გაიაზროს მოსალოდნელი შედეგი. დაუჯერებელია, რომ ილიას ჭერქვეშ ტყუილის თქმის სურვილი გაგიჩნდეს! ყოველი წლის ჟიური საოცარი ადამიანებისგან შედგება, რომელთათვისაც სიმართლეს და მიუკერძოებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველ წელს საოცრად გულწრფელი ჟიური იყრის თავს და თავისი პროფესიონალიზმით ადგენს შედეგებს. ამისთვის მადლობა ყოველ მათგანს.
გამარჯვებულთა მასალების წაკითხვა
მარტის თვიდან პერიოდულად გამოქვეყნდება ჟურნალებში „ქართულ ელიტაში“, „განსაკუთრებულ ჟურნალში“ და საუკეთესო ლიტერატურულ გაზეთში – „ქართული სიტყვა“. ასევე გამოქვეყნდება ის შემოქმედებაც, რომლებიც პრემიის მიღმა დარჩნენ.
პრემიის მიღმა დარჩენილი ნაწარმოებები
რა თქმა უნდა, მათი შემოქმედებაც გამოქვეყნდება რეგულარულად და საზოგადოებას საშუალება ექნება წაიკითხოს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამჭვირვალე და ღია იყოს პროექტი…
წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ივერიის ლაურეატები და ორდენოსნები:
ნომინაციაში – საუკეთესო პოეტური ჩანახატი – დიანა ლომიძე; ფილოსოფიური ლირიკა – მარინე ქაციბაია; წლის ლიტერატურული ზღაპრები – ემზარ გოგოლაძე; არაორდინალური – არტემ კირაკოზოვი; სავედრებელი – მანანა დანგაძე; თბილისის პოეტი – მიხეილ ანანოვი; თანამედროვე რეალისტური ნაწარმოები – გიორგი აღნიაშვილი; სატრფიალო ლირიკა – ლია ბეჟანიშვილი; მთის პოეზია – ზაურ წოწკოლაური; საუკეთესო მიძღვნა – ნოდარ ოდიშელიძე; წლის ახალგაზრდა პოეტი – ზაზა სუყაშვილი; პოეტის ერთი ლექსი – ნანა ყალიჩავა; ნოველა ემიგრანტზე – ციცი გურიელი; ახალგაზრდა მწერალი – ნიკა გელოვანი; ჩემი თბილისი – მარინა მოსესოვა კირაკოსიანი; ხატმწერი – ქეთევან ყურაშვილი; ქართული ელიტის წლის მწერალი – ეჰტირამ ამირხანელი; ქართული ელიტის წლის მწერალი – თამთა მამულაძე; ქართული ელიტის წლის მწერალი – თინათინ ჭედია; ქართული ლიტერატურის ოქროს ხმა – ზურაბ ცინცქილაძე; ქართული ელიტის წლის მწერალი – ცირა ბულაშვილი; წლის ბელეტრისტიკი – თამაზ ჭეიშვილი; სიყვარული – ეკა ქაჯაია; წლის პოეტი _ ტარიელ ხარხელაური.