საქართველოში 2018 წელს 13 636 მართვის მოწმობა გაიცა. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი (73 155) მართვის მოწმობა 2014 წელს არის გაცემული. ინფორმაციას allnews.ge შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
ამ დროის მონაცემებით, 2018 წელს მართვის მოწმობა 5401-მა ქალმა და 8130-მა კაცმა აიღო.
- 2017 წელს მართვის მოწმობა 26 339-მა ქალმა და 32 139-მა კაცმა აიღო;
- 2016 წელს მართვის მოწმობა 23 657-მა ქალმა და 30 923-მა კაცმა აიღო;
- 2015 წელს მართვის მოწმობა 21 944-მა ქალმა და 27479-მა კაცმა აიღო.
- 2014 წელს დოკუმენტის მფლობელი 43 632 კაცი და 29 523-ი ქალი გახდა;
- 2013 წელს კი მართვის მოწმობა 39 338-მა კაცმა და 19 514-მა ქალმა აიღო.