ახალი სახელმწიფო პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“ არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, „ახალგაზრდა მეწარმე“ გულისხმობს 10 მილიონი ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას 40%-მდე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა დამწყები ფერმერებისთვის და არასასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის.
პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დანიის მთავრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.