“სულ წიგნებზე, კინოებზე და ღვინოებზე კი არ ვწერ ამ ბლოგს, აგერ იხილეთ უკაცრავად და აიისა.„სამეფო კარი თამარში“ ალიტერაციაა „სამეფო კარის თამაშებისა“ და მინიშნებაა თამარ მეფის, როგორც სამეფო კარის დიდებულებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სექსუალური ობიექტისა,” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, მწერალი გურამ მეგრელიშვილი წერს და რამდენიმე თვის წინ, ბაზარზე პირველი ქართული პრეზერვატივის გამოჩენასთან დაკავშირებით მიძღვნილ ბლოგს აქვეყნებს.
“თბილისი თაიმსი” გურამ მეგრელიშვილის ბლოგს უცვლელი სახით გთავაზობთ:
უბორნიაში ძილის პერიპეტიები
„რეზინა, რეზინა, უბორნიაში გეძინა“ – ხალხური შაირი
რამდენიმე თვის წინ, ბაზარზე პირველი ქართული პრეზერვატივი გამოჩნდა. „აიისა“ 22 წლის ჟურნალისტის ანანია გაჩეჩილაძის იდეა იყო, ვისაც „ბაზარზე ერთფეროვნებისა და მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ხარვეზის გამო გაუჩნდა“ სურვილი ბრენდის შექმნისა.
გულწრფელად რომ ითქვას, ბრენდი ძალიან კრეატიულია. დიზაინი მშვენიერია, სლოგანებიც სხარტად და ორაზროვნადაა შერჩეული და ქართველი, ვიმეორებ, ქართველი მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები იქნება.
„რასაცა გასცემ შენია“
„გველსა ხვრელით ამოიყვანს“
„Put In”
„რაც მოკლე, მით ოხერია“
და ასე შემდეგ.
დამფუძნებელი ერთი მხიარული გოგონაა, რომელიც ხანდახან კი წაუპროვინციელებს გამოთქმებით „მომავალი თაობის აღზრდა მნიშვნელოვანია ჩემთვის“ და „ახალგაზრდებისთვის“ და ასე შემდეგ, მაგრამ ეტყობა, რომ გონებამახვილი, მიზანდასახული და PR ტექნოლოგიებში გარკვეული (ან უნებურად ნიჭიერი) ადამიანია.
ბაზარზე შემოსვლისთანავე, ბრენდმა რადიკალური და შემტევი მიმართულება აიღო – სლოგანებად და ნახატებად გამოიტანა ისეთი ორაზროვანი რამეები, რითაც ხალხის დიდ ნაწილს ადვილად წამოიკიდებდა.
„სამეფო კარი თამარში“ ალიტერაციაა „სამეფო კარის თამაშებისა“ და მინიშნებაა თამარ მეფის, როგორც სამეფო კარის დიდებულებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სექსუალური ობიექტისა.
იმისდა მიუხედავად, რომ თამარ მეფის პორტრეტის კარიკატურა, მონასმი თუ მინიშნება სრულიად ორაზროვანია, დედაქალაქის ერთგვარი სიმბოლო „ქართლის დედა“ პირდაპირ ხატია ერთ-ერთ ხაზზე (ასეთი მიმართულება კი, როგორც მივხვდი რამდენიმე: ვეფხისტყაოსანი, სამეფო ოჯახი, დიქტატორები, სასაცილო და ა.შ.)
რატომ აირჩია „სტარტაპმა“ რეკლამის ეს მიმართულება?
პასუხი ალბათ მარტივია: წლების განმავლობაში, სხვადასხვა მწერლის, მუსიკოსის, ფილმის დევნა და ტრანსპარანტები „აიკრძალოს“ დასრულდა ამ კონკრეტული ადამიანების ან „ბრენდის“ არა აკრძალვით, გარიყვით ან კრახით, არამედ პოპულარობით, გაყიდვების გაზრდით და მხარდამჭერებისა თუ თანამგრძნობების რიცხვის მატებით.
ბევრი მათგანი, ვინც ერთ დროს რომელიმე მწერალს ან მუსიკოსს, მხატვარს თუ სხვა სფეროში მომუშავე ადამიანს „ჩაქოლვით“ ემუქრებოდა, მოგვიანებით მისი მხარდამჭერი ან გულშემატკივარი გახდა. მსგავსმა „ბრძოლებმა“ და სამშობლოს სახელით გულზე მჯიღის ცემამ შედეგი გამოიღო, ოღონდ გამოიღო ის, რაც მიზანმიმართული პროვოკაციის ავტორებს სურდათ.
ალბათ ვერასოდეს გავიგებდი პირველი ქართული პრეზერვატივის არსებობის ამბავს, რამდენიმე სასულიერო პირს რომ არ დაეგმო ეს ამბავი. ვნახე გარეკანიც და მაინც ვერ მივხვდი სად ეხატა თამარი, როდესაც დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ნახატზე თამარ მეფე იყო გამოსახული, დავიჯერე (სლოგანის ორაზროვნება სრულიად გასაგები იყო თავშივე) და გავბრაზდი. გავბრაზდი, რადგან დროსა და სივრცეში დაემთხვა არჩილ ტატუნაშვილის ამბავს, კაცისა, ვინც ქართულ დროშაზე არ დააბიჯა და ამის გამო მოკლეს.
ერთის მხრივ, სასულიერო პირების რაღაც ნაწილი, გაცეცხლებული რომ „გმობს“ მკრეხელობას და მეორეს მხრივ 22 წლის გოგო ამ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ეროვნული ღირებულებები არ გააჩნია. მისთვის სახელმწიფოებრიობა ადვილად შეიძლება გახდეს ქილიკის, „საქმის აწყობის“, პოპულარობის საშუალება.
დავინტერესდი, ყოფილა თუ არა მსგავსი პრეცედენტი სხვა ქვეყნებშიც. აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბექჰემმა თავადვე გამოუშვა საკუთარი გამოსახულებით პრეზერვატივი და ამით ფული იშოვა
კომპანია მანგომ „Kinder Surprise”
სერიაქსმა არც აცია და არც აცხელა და დააწერა „Jesus Saves you… From Babies”
ფოტოზეც ახალგაზრდა კაცია, ვინც სტერეოტიპულად ჩვენს წარმოსახვაში მყოფ იესო ქრისტეს ჰგავს.
იძებნება პრეზერვატივი, სადაც პაპი ბენედიქტე არის გამოსახული „მე ვამბობ არას!“ სწორედ ამ ფრაზით. კონკრეტული გამოსახულების გამო, მოგვიანებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა, რადგან meme მათ თანამშრომელს ეკუთვნოდა (იდეა კი სექს მაღაზიამ აიტაცა და გამოუშვა კიდეც 2000 ცალი)
მადონას გამოსახულებიანი კონდომი თუ ისრაელის დროშიანი „Israel…it’s still safe to come” (სიტყვების თამაშია აქაც. სლენგით „To come” ეაკულაციას ნიშნავს ეს კონდომი მხოლოდ ონლაინ იყიდება, რადგან ისრაელი კრძალავს).
ნიშანდობლივია, რომ ბევრ ქვეყანაში მსგავს ბიზნესს მოყვა რეაგირება მცირე რელიგიური ჯგუფების მხრიდან, გაცილებით მწვავე რეაგირება მომხმარებლის მხრიდან იყო: მათ უბრალოდ უარი თქვეს გადაეხადათ უფრო ძვირი პროდუქტში, რომელიც იგივე ხარისხის იყო, რაც ბრენდული პროდუქცია და არ “ჭამეს” ხრიკი ფულის შოვნის საშუალება მიეცათ ისეთი ადამიანებისთვის, ვინც სხვის რელიგიურ ან პატრიოტულ გრძნობებს რაიმეთი შეურაცხყოფენ.
ვფიქრობდი, რატომ ხდება, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ადვილად საღდება ნაგავი და ადვილად იმართება საზოგადოებრივი აზრი? შესაძლებელი იქნებოდა, რომ ვთქვათ ამერიკაში (არაწმინდანადშერაცხული) ფრანკლინი, კონსტიტუციის მამა რომელიმე 22 წლის დამწყებ ბიზნესმენ გოგონას პრეზერვატივზე გამოესახა? დიდი ალბათობით, არა, რადგან სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა ამ ქვეყანაში, ხან ნამეტანი დიდია. ვთქვათ და გამოეშვა, რა მოხდებოდა? რომელიმე (იქაურადდაფინანსებული) არასამთავრობო ორგანიზაცია სარჩელს შეიტანდა ფრანკლინის (არაწმინდანის, არამედ ქვეყნის სიმბოლოსი) და რომელიმე მიყრუებული შტატის მოსამართლე აიძულებდა გადაეხადა იმხელა ჯარიმა, რომ 22 წლის ჟურნალისტი საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე აღარასოდეს იფიქრებდა. მაგრამ ამავე დროს, ამ გოგონას უფლებებს იგივე კანონი დაიცავდა, რომელიც კრძალავს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების არაშესაფერისად გამოყენებას.
წარმომიდგენია რას შეიძლება ფიქრობდეს პირველი ქალი მონარქი ამ სიტუაციაზე.
თამარ მეფის ხატები ალბათ ყველა ტაძარში იყიდება. მართლმადიდებელი მრევლისთვის ის წმინდანია და შესაბამისი პატივის მიგებას ცდილობენ.
თამარ მეფის სახით (ასე ამბობენ) პრეზერვატივები კი ონლაინ. მათი ფასი 10 ლარია და უხარისხოა. ყოველშემთხვევაში, რისთვისაც პრეზერვატივს ხმარობენ, იმ საქმისთვის არ ვარგა, თორემ აქვს შოკოლადის და მაწყვის არომატები-ც.
რა სხვაობაა ცივილურ, დემოკრატიულ საზოგადოებასა და ნახევრადდემოკრატიულ (ალბათ პროვინციულ) სახელმწიფოებს შორის? „რეზინა, რეზინა…“