საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, თბილისის საკრებულოში ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, 2018 წლის მაისიდან, დედაქალაქის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდება. აღნიშნული პრეოქტები სამ მიმართულებას მოიცავს: მათ შორისაა მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა, ასევე, ჩატარდება საჯარო ლექციები ეკოლოგიისა და მცენარეთა მრავლფეროვნების შესახებ.
გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტურების ორგანიზებაცაა დაგეგმილი.
ნინო ზარიძე